
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის დაპირებები, რომ ვერ და არ შესრულდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს მართლაც ღირებულებებით მანიპულაცია და ღირებულებების პროფანაცია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება მზადაა საკუთარი არჩევანი დაიცვას.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ მზაობა, დავიცვათ ჩვენი არჩევანი, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს, ჩემი აზრით, ეს არ არის პოლიტიკის სფერო, ეს არის იუმორის სფერო. ეს არის საარჩევნო მანიპულაციები, რომელსაც ის მიმართავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან ცუდ რამეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უკვე წლებია და ეს მართლაც ღირებულებებით მანიპულაცია და ღირებულებების პროფანაცია.
ბიძინა ივანიშვილის დაპირებები, რომ ვერ და არ შესრულდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ვერ დამისახელებთ ვერცერთ დაპირებას 2012 წლის შემდეგ, რომელიც შესრულდა”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
თაგები:
ლელა ჯეჯელავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს