
ავტორი
Front News საქართველო
მე ახლა ის მაღელვებს, რომ ივანიშვილი მეორედ კი არა მესამედ მოვიდა და მთლად მესიად არ გამოგვიცხადოს თავი და არ თქვას, რომ იბრძვის კაცობრიობის გადასარჩენად. ეს გარკვეულწილად მართლა ბოლო ჟამია ამ ხელისუფლების, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა იცოდეს ის ერთ-ერთი მთავარი კანონი, რომელიცაა “რომელ მახვილსაც აიღებ, იმ მახვილითვე განიგმირები”.
“მე ახლა ის მაღელვებს, რომ ივანიშვილი მეორედ კი არა, მესამედ მოვიდა და მთლად მესიად არ გამოგვიცხადოს თავი და არ თქვას, რომ იბრძვის კაცობრიობის გადასარჩენად. ეს გარკვეულწილად მართლა ბოლო ჟამია ამ ხელისუფლების. ივანიშვილმა უნდა იცოდეს ერთ-ერთი მთავარი კანონი – “რომელ მახვილსაც აიღებ, იმ მახვილითვე განიგმირები”.
ფარული ჩანაწერები, მონტაჟები, დადგმები უცხო არ არის “ქართული ოცნებისათვის”, ეს იყო მათი გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი ფაქტორი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ბუნებაში არსებობს ისეთი ფაქტები, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი სულ არ სჭირდება და რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შიგთავსს ძალიან კარგად წარმოაჩენს”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
თაგები:
ლელა ჯეჯელავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს