ლელა ჯეჯელავა - რაღაცების გადაფასება უნდა დავიწყოთ, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ კითხვის სწორად დასმა, რა არის ჩვენი მიზანი?


ავტორი
Front News საქართველო
რა არის ჩვენი მიზანი? ხელისუფლების აღება, თუ ის, რასაც ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი გვყავს და საოკუპაციო რეჟიმისგან გათავისუფლება გვინდა?! აქ არის კითხვა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოქტომბერი ათვლის წერტილი გახდა, საიდანაც რაღაცების გადაფასება უნდა დაიწყოს.
"4 ოქტომბერი ათვლის წერტილი გახდა, საიდანაც რაღაცების გადაფასება უნდა დავიწყოთ. მე მაინც მგონია, რომ პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ კითხვის სწორად დასმა. რა არის ჩვენი მიზანი? ხელისუფლების აღება, თუ ის, რასაც ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი გვყავს და საოკუპაციო რეჟიმისგან გათავისუფლება გვინდა?! აქ არის კითხვა.
ჩვენ აქ საკუთარი დღის წესრიგი უნდა შევქმნათ. მე ყველაზე დიდ პრობლემად ის მიმაჩნია, რომ პაატა ბურჭულაძე გახდა იძულებული პოლიტიკურ პროტესტს ჩადგომოდა სათავეში. იქამდე ყველაფერი კარგად იყო, სანამ ეს ადამიანი იძულებული გახდებოდა?! მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი და იმედია, გავიგებთ. არაფერი იმაში განსაკუთრებული არ მოხდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს გავიგებთ, რომ დიახ, რომელიღაცა სახელისუფლებო ვერტიკალის წარმომადგენელთან იყო გარიგება, მე არ მგონია, რომ ეს ვინმეს გაუკვირდეს.
პაატა ბურჭულაძის ციხეში ჯდომა არის უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილს რომ წრეებთან დაახლოება და აღიარება უნდა, ეს წრეები ოპერას უსმენენ, რეპს - არა და აქედან გამომდინარე, პაატა ბურჭულაძე ამ წრეებში ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია და ბიძინა ივანიშვილისთვის მძიმე რეპუტაციული დარტყმაა ეს. გარდა ამისა, ბიზნესწრეებსაც კი აქვთ ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ ნდობა არ დგას მარტო პიროვნებებზე და ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომლის მიმართაც ნდობა არსებობს. ივანიშვილის ურთიერთობები რეგიონთან და არა მარტო რეგიონთან არის ძალიან შეზღუდული და ეს ყველასთვის ძალიან შემაფერხებელი ფაქტორია", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
თაგები:
ლელა ჯეჯელავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს