Logo

ლელა ჯეჯელავა – საქართველომ რამდენიმე ხელისუფლება შეცვალა და რატომ ვიძიებთ მხოლოდ ერთის საქმიანობას და არა ყველასას?!

პოლიტიკა
352
Frontnews image description

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველომ რამდენიმე ხელისუფლება შეცვალა და რატომ ვიძიებთ მხოლოდ ერთის საქმიანობას და არა ყველასას?!, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში განუკითხაობაა მოწყობილი.

“ვითარება, რომელიც საქართველოშია, მოულოდნელი არავისთვის არ არის. ხელისუფლება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისევ ჩამოაფარა რკინის ფარდა დამოუკიდებელ საქართველოში, მოაწყო განუკითხაობა ქვეყნის შიგნით, რასაც დაემატა ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლების საქმიანობას იძიებს. ძალიან უცნაურია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ უბრალოდ ეყოთ სინდისი და თქვეს, რომ ახლა უნდა გამოიძიონ წინა ხელისუფლების საქმიანობა, თუმცაღა მე მაქვს კითხვა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველომ რამდენიმე ხელისუფლება შეცვალა და რატომ ვიძიებთ მხოლოდ ერთის საქმიანობას და არა ყველასას?!”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

Advertisement