Logo

ლელა ჯეჯელავა - თქვენ ხომ მაინც იცით, რომ თქვენს შვილებსაც უკეტავთ გზას სამუდამოდ, რომ ნორმალურად შეძლონ დასვენებაც, გართობაც და ცხოვრებაც

პოლიტიკა
181
Frontnews image description

თქვე დალოცვილებო, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ თქვენს შვილებსაც უკეტავთ გზას სამუდამოდ, რომ ნორმალურად შეძლონ დასვენებაც, გართობაც და ცხოვრებაც, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი საქართველოში ხელისუფლება ნახავს, რომ კრიტიკული მასა არსებობს, აზრს ისინიც შეიცვლიან.

"თქვე დალოცვილებო, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ თქვენს შვილებსაც უკეტავთ გზას სამუდამოდ, რომ ნორმალურად შეძლონ დასვენებაც, გართობაც და ცხოვრებაც. მე მგონია, რომ თუკი საქართველოში ესენიც ნახავენ, რომ კრიტიკული მასა არსებობს, რომელიც მზად არის, რომ ეს რეჟიმი დაამთავროს, მათი ქცევის მოდელიც იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. ოდიშარიას და მათი მსგავსების აგრესია იმით არის განპირობებული, რომ რეალობის აღქმა გადასარევი აქვთ, ბიძინასგან განსხვავებით, არ დაუკარგავთ და აცნობიერებენ, სად მიდიან, მაგრამ არ ეთმობათ ის, რაც აქვთ.  

ჯერ ეგონათ, რომ ეს კაცი - ივანიშვილი ყოვლისშემძლე იყო და რომ ამერიკასთან ურთიერთობებს დაალაგებდა, იცოდა, როგორ წარიმართებოდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, რომ სანქციებიც არ იქნებოდა, რომ ის ამ ვაჭრობით რუსეთსა და დასავლეთს შორის შეძლებდა, სამშვიდობოს გასულიყო, მაგრამ ხედავენ, რომ მსგავსი არაფერი მოხდა", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

Advertisement