
ავტორი
Front News საქართველო
მომღერალმა ლელა წურწუმიამ კორონავირუსი დაამრცხა და დღეს კლინიკას ტოვებს.
“დილა მშვიდობისა, დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სრულიად გამოჯანმრთელებული და ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონი ლევან რატიანის და მისი უმაგრესი მედპერსონალის, განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისთვის და მათი დაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის.
დიდი მადლობა ნინიკო მალანიას, რომელიც ჩემთან ერთად მკურნალობდა პალატაში და ეს რთული დღეები მშვიდად გადამატანინა. განსაკუთრებული მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისთვის და რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფას ოჯახს, მეგობრებს”, – წერს ლელა წურწუმია.
მომღერალი კლინიკაში კორონავირუსით 5 დღის წინ მოხვდა.
თაგები:
ლელა წურწუმია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს