
ავტორი
Front News საქართველო
მომღერალი ლელა წურწუმია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან მიმართვას ავრცელებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.
“ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ნორმალურად ვარ, საკმაოდ მძიმედ შემოვედი, იმიტომ, რომ ძალიან გამიჭირდა სუნთქვა, ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან და ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა, უნდა მოვსულიყავი სტაციონარში და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან გაადვილა ის, რომ ადვილად დავექვემდებარე მკურნალობას და ფაქტობრივად უკვე ნახევარ დღეში ფეხზე დამაყენეს ამ საოცარმა ადამიანებმა, განსაკუთრებული მადლობა ამ ექიმებს, არ ვიცი რის ფასად აკეთებენ ამ ყველაფერს, ბატონ ლევან რატიანს ჰყავს უმაგრესი გუნდი და მადლობა მათ ამ თავდადებისთვის, დიდი მადლობა თქვენ, ვინც მგულშემატკივრობთ”,- აცხადებს ლელა წურწუმია.
თაგები:
ლელა წურწუმია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს