
ავტორი
Front News საქართველო
“ლელო საქართველოსთვის” გმობს ფიზიკურ თავდასხმას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კირთაძეზე.აგრესიას, ფიზიკურ ძალადობას და სიძულვილის პოლიტიკას არ აქვს გამართლება არანაირ მოცემულობაში, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.
“სამწუხაროდ, მისი მმართველობის ათი წლის განმავლობაში, “ქართული ოცნება” სისტემატიურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას. კირთაძის მიმართ დღეს განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმა სწორედ მმართველი გუნდის მიერ წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია.
ეს არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც გვაშორებს ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტებს, აღრმავებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ აზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოპოვების შანსებს.
“ლელო” გმობს კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად აგრესიის ჩამდენი პირის მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ლელო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს