“ლელო“ კახა კალაძეს საკრებულოში იბარებს

ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ლელო“ თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოში იბარებს, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებს თბილისის მერმა პასუხი უნდა გასცეს.
“გამოძიებამ რაღაც კითხვებზე პასუხები უნდა მოგვცეს, თუმცა აუცილებელია ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეფასება, იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეაფასოს კალაძისა და თბილისის მერიის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩვენ მივიღოთ არაერთ კითხვაზე პასუხები.
კალაძეს ვიბარებთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, საზოგადოებას მივცემთ საშუალებას, რომ თავად საზოგადოებამ და ხალხმა განსაზღვროს კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი. სახეზე არის უმძიმესი დანაშაული და მხოლოდ სისხლის სამართლის გამოძიება ამ კითხვებს ვერ უპასუხებს“, – განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, აქვთ კითხვები კორუფციულ თემებთან დაკავშირებითაც.
თაგები:
საბა ბუაძე




