
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის. პარტია აპირებს შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. პროცესი ღიაა დარგის ექსპერტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
"საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი" ამბობს ამ იდეის ავტორი მამუკა ხაზარაძემ "ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია. შედეგად შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი. საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. ის ფაქტი, რომ ბირჟაზე ბოლო 2 თვეში არცერთი გარიგება არ განხორციელებულა, მის მდგომარეობას ნათლად ასახავს.
საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს", – აცხადებს მამუკა ხაზარაძე
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს