
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-საქართველოს“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოითხოვა პარლამენტში შეიქმნას სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა კონკრეტულ ფაქტს და ამ მიმართულებით წარმოდგენილ სტატისტიკას.
მისი თქმით, „კორუფციის გავრცელების კუთხით ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა – გვაქვს ელიტარული კორუფცია, წვრილმანი კორუფციის უამრავი შემთხვევა, მაგრამ ამასთანავე დაუსჯელობის სინდრომი არის მოდებული“.
„ლელო-საქართველო“ ასევე აპირებს უახლოეს პერიოდში მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიზნით.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს