Logo

“ლელომ” ახვლედიანთან, სამადაშვილთან და შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა

საზოგადოება
810
Frontnews image description

პარტია "ლელომ" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. 

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ფრაქციის სახელწოდება იქნება "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის".

"პირველი ოპოზიციური ფრაქციაა "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის". სწორედ, ეს ფრაქცია იქნება გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნეს წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარების და სისტემურ დატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე", – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები