
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ლელოს" ჰქონდა ისეთი კრიტერიუმები დაყენებული, რაც შარლ მიშელის შეთანხმებას დაარღვევდა.
"ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ შევაჯერეთ საკითხები არის ის, რომ ოპოზიციაში, თვითონ შიგნით არის გაურკვევლობა. არ არიან ჩამოყალიბებული ერთიან პოზიციაზე. "ლელოს" წარმომადგენლებს აქვთ ისეთი კატეგორიული კრიტერიუმები დაყენებული, რაც, რომც გვინდოდეს გაზიარება, არღვევს და დაარღვევს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას", – აცხადებს ოხანაშვილი.
ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დღეს, პირველი მოსმენით "ქართული ოცნება" აპირებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მათი ვერსია მიიღოს, ოპოზიციის შენიშვნებს კი მეორე მოსმენისას გაითვალისწინებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს