
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს” ფრაქციის შექმნის მიზნით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დილარ ხაბულიანი უერთდება, რის შედეგადად პარლამენტში ფრაქცის აღდგენა შესაძლებელი ხდება, – ამის შესახებ Front News-ს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განიუცხადა.
“გიდასტურებთ, რომ “ლელოს” შემოუერთდება დეპუტატი დილარ ხაბულიანი და ისევ შევძლებთ ფრაქციად ფორმირებას. ამის შესახებ პარლამენტს მიმდინარე კვირაში ეცნობება”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი.
ფრაქციას „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” ბადრი ჯაფარიძე უხელმძღანელებს.
“ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ დეპუტაის მანდატის დატოვებას ფრაქციის დაშლა მოყვა, როს შემდეგაც “ლელო” პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს