ლენტეხის მერის კაბინეტი დაცხრილეს


ავტორი
Front News საქართველო
ლენტეხის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი სამუშაო ოთახში ხანძარი გააჩინეს.
შემთხვევის დროს შენობაში არავინ იყო, თავად ონიანი კი თბილისში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებული. დაკავებულიც ჯერ არავინ არის.
თაგები:
ლენტეხი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს