ლენტეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი


ავტორი
Front News საქართველო
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დაზიანებულია გზები და ხიდები.
ლენტეხის მერის ბადი ლიპარტელიანის თქმით, 27 ივლისს გამთენიისას კოკისპირული წვიმა იყო, რის გამოც ადიდდა რამდენიმე მდინარე.
სტიქიამ დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები. მოსახლეობას და საცხოვრებელ სახლებს პრობლემა არ შექმნიათ.
მერის ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი-ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა.
ასევე წალეკილია გზა სოფელ დურაშის და საყდარის მიმართულებით. მდინარე ჩოლშურას ადიდების გამო, წაღებულია დურაშთან დამაკავშირებელი ხიდი. წაღებულია სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზაც.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს