
ავტორი
Front News საქართველო
სასტიკი ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ოპერატორი საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.
ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ოპერატორები, ჟურნალისტები, მოქალაქეები, აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დახვდნენ და უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ხელისუფლებიდან დაკრძალვაზე არავინ მისულა.
ლექსო ლაშქარავა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები და დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია.
11 ივლისს, გამთენიისას ის დედამ გარდაცვლილი იპოვა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს