
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაცია საბჭოს სხდომის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებმა პერფორმანსი გამართეს. მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ბრიფინგი გააწყვეტინეს და “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს.
“დღეს ჩვენს კოლეგას ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და ვფიქრობ, რომ არავის აქვს მორალური უფლება დღეს ამ ტრიბუნასთან იდგეს”, – განაცხადა “ფორმულას” ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.
ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელში ჰქონდათ ლექსო ლაშქარავას ფოტოები და ფურცლები წარწერებით: “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”, “დაისაჯონ დამნაშავეები”. მათ ფოტოები ტრიბუნასთან დატოვეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს