
ავტორი
Front News საქართველო
სად ხართ ბიძინას მეგობარო მხატვრებო, პოეტებო, მწერლებო, მსახიობებო, რეჟისორებო, სპორტსმენებო.. რამდენს გიცნობთ და ვერ გხედავთ ვერსად… რამდენს გაჭმევდათ ეს კაცი, ამის მაინც არ გრცხვენიათ? რატომ არ იღებთ ხმას, – ამის შესახებ კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“სად ხართ შემალულები ის ადამიანები, რომლებსაც ბიძინა გაჭმევდათ, გასმევდათ, ოჯახებით გასვენებდათ საზღვარგარეთ,ყოველთვიურად გიხდიდათ უზარმაზარ თანხებს, რომ კმაყოფილებს დავებოყინებინათ “გემრიელად”…რატომ დატოვეთ ეს კაცი “მეფე ლირივით” მარტო…
ყოველჯერზე ბოლო ტალღაზე ამოტივტივებულებო, ისევ ხომ არ შენიშნეთ ახალი ტალღა, რომ ახლა იმ ნავში ისკუპოთ, რომელიც ისევ ნაპირზე გამორიყავს თქვენნაირ ნაგავს?
პირადად მე, შევ**ი “სახალხო პარტიის” ევროპას – ჩემსას კი, გაუმარჯოს, იმიტომ რომ “ჩემი ევროპა” არ დააყენებს საქართველოს საპირწონედ ავადმყოფს…
სად ხართ ბიძინას მეგობარო მხატვრებო, პოეტებო, მწერლებო, მსახიობებო, რეჟისორებო,სპორტსმენებო.. რამდენს გიცნობთ და ვერ გხედავთ ვერსად… რამდენს გაჭმევდათ ეს კაცი, ამის მაინც არ გრცხვენიათ? რატომ არ იღებთ ხმას და არ უმტკიცებთ “ევროპას”, რომ ეს დედაშვილი ტყუილად წიოკობს? რომ მშვენივრად გადაადგილდება პალატაში (და არა ციხეში) როდესაც დედამისი “მომაკვდავია”-ო იძახის და შეყარა მსოფლიო…
“პრადაჟნიე შკური” – ამ სიტყვას დაგიტოვებთ რუსულად, რომელიც ძალიან გიხდებათ და შემომეპასუხეთ ერთი, ვნახოთ რა ბიჭები ხართ!
… ყურმილი აიღეთ ნაბომბარებო!!!”- წერს ლევან ანჯაფარიძე.
თაგები:
ბიძინა ივანიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს