
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ თანაგუნდელები, რომლებიც პარტიული სიიდან არიან ამოღებული, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს არ ატარებდნენ.
“პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამოიღოს სიიდან ის ადამიანები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის. რატომ მოხდა ამ ადამიანების ამოღება? ეს ადამიანები ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ კონტაქტობდნენ პარტიასთან, მიუხედავად არაერთი მოწვევისა. ისინი არ თანამშრომლობენ პარტიასთან, არ გამოხატავენ პარტიის ინტერესებს. ჩვენი, ბათუმის ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რომ ეს ადამიანები ამოღებული ყოფილიყვნენ პარტიული სიიდან და შესულიყვნენ ადამიანები, რომლებიც პარტიულ ინტერესებს გამოხატავენ. ამ სამი თვის განმავლობაში არ გამიგია არჩილ ჩიქოვანის, რიჟვაძის, ივანიშვილისა და კობახიძის კრიტიკა, მაგრამ გამიგია ლევან ხაბეიშვილის, ლევან ვარშალომიძის და სხვების. ეს ადამიანები არ გამოხატავენ პარტიის ინტერესს და რა თქმა უნდა, არ იქნებიან წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიიდან“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო.
თაგები:
ბათუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს