ლევან ბერძენიშვილი – ასეთი ჭკუასუსტი ხელისუფლება არ გვყოლია

ავტორი
Front News საქართველო
ასეთი ჭკუასუსტი ხელისუფლება არ გვყოლია, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სერიოზულად იმუშავა და მასზე დაბალი ინტელექტის მქონე ამდენი ხალხი იპოვა საქართველოში, – ამის შესახებ ყოფილმა დისიდენტმა და პოლიტიკოსმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ საერთო “მესიჯბოქსის“ შემუშავება ვერ მოასწრო და 20 ივნისის აქციის შესახებ სასაცილო განცხადებები აკეთა.
“აქცია გამვლელებით იყო სავსეო – ვენაცვალე ყველა გამვლელს, ვინც სწორ ადგილას გაივლის, ირაკლიმაც გაიაროს ხოლმე რუსთაველზე, იქნებ რამე გაიგოს, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი ჭკუასუსტი ხელისუფლება არ გვყოლია.
რაღაც ვერ მოასწრეს, მე მგონი, მესიჯბოქსის შექმნა, თქვეს, რომ იყო ნაცების აქცია, ვენაცვალე ნაცებს, თუ ასეთი აქცია შეუძლიათ, მაგას რა ჯობია…
იყო პოლიტიკური, არ იყო, პოლიტიკოსები იყვნენ გადაცმულები, დამალულები, ვინმე მამუკა მდინარაძემ რაღაც თქვა, „კუმ ფეხი გამოყოო“…
ასეთი კრებული მე არ მახსოვს, ამდენი უტვინო მე არ მახსოვს, ყოჩაღ, ბიძინა ივანიშვილი როგორ პოულობს ხალხს, სულ ტრაბახობს, ხალხის პოვნა ვიციო. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად იმუშავა, მასზე დაბალი ინტელექტის მქონე ამდენი ხალხი იპოვა საქართველოში, ეს ძნელი იყო, არ იყო ადვილი, ყოჩაღ, მისალოცია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციაზე ძირითადად გამვლელები იყვნენ.
თაგები:
ლევან ბერძენიშვილი




