Logo

ლევან ბერძენიშვილი - ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია

პოლიტიკა
314
Frontnews image description

ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა, - ამის შესახებ პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.  

მისივე თქმით, მრავალი ასეული ათასი კაცი ქუჩაში ესაა სტიქია, ესაა როგორც გრიგალი.

"4 ოქტომბერს შეიკრიბება ძალიან დიდი რაოდენობის ქართველი ხალხი იმიტომ, რომ ისეთები ამბობენ, რომ აქციაზე წასვლას აპირებენ, რომლებიც საერთოდ ნამყოფი არ არიან. 

უზარმაზარი რაოდენობის ხალხი უარს ეუბნება თავის ხელისუფლებას იმ მომენტში, როცა ხელისუფლება საკუთარ თავს ებრძვის, იჭერს საკუთარ მინისტრებს და ეს პროცესი მიმდინარეობის მხოლოდ დასაწყისია.

მრავალი ასეული ათასი კაცი ქუჩაში ესაა სტიქია, ესაა როგორც გრიგალი - რა შედეგები მოჰყვება, ცუნამი იქნება თუ არ იქნება, დაემხობა ხელისუფლება იმ დღესვე თუ მოემზადება დასამხობად, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ -  ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა", - განაცხადა  ლევან ბერძენიშვილმა.

Advertisement