ლევან ბერძენიშვილი – მე გამოვთქვამ ჩემს აზრს, მიმაჩნია, რომ ერეკლე მეფე მოქმედებდა საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ, თავისდაუნებურად


ავტორი
Front News საქართველო
მე არაფერს არ ვითხოვ, გამოვთქვამ ჩემს აზრს, მიმაჩნია, რომ ერეკლე მეფე მოქმედებდა საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ თავისდაუნებურად, – ამის შესახებ Front News-ს ყოფილმა დისიდენტმა და პოლიტიკოსმა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
“მე არაფერს არ ვითხოვ, მე გამოვთქვამ ჩემს აზრს. ვის უნდა მოვთხოვო, როგორ შეიძლება ასეთი რამის მოთხოვნა? მე მიმაჩნია, რომ ერეკლე მეფე მოქმედებდა საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ, თავისდაუნებურად, იმიტომ რომ ბევრს ფიქრობდა მის შვილებზე და ნაკლებს – სამშობლოზე. კარგი მეომარი იყო, მაგრამ ცუდი მეფე.
შეიძლება შეცდომაა საქართველოს ჩაბარება, შეიძლება დანაშაული. მე არ მგონია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემდეგ ვინმეს ეს ჩემი ნათქვამი უნდა გაუკვირდეს.
მე ვთქვი, რომ პატრიოტობა არ არის ჩაბარება, პატრიოტობა არის ბრძოლა.
მე არ ვარ პირველი, ვინც მას [ერეკლე მეფეს] ამის გამო აკრიტიკებს, რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტია.
საქართველოს დამოუკიდებლობა არის უმაღლესი ღირებულება, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ქართველი მეფე ერთად აღებული“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, არ უკვირს, რომ ვასიკო მაღლაფერიძე და ხელისუფლების სხვა პროპაგანდისტები უპირისპირდებიან, რადგან მათ დღის წესრიგშია სლოგანი – „მშვიდობა ჯობია თავისუფლებას“.
“დავალებაა არის ახლა, რომ მე ვარ ცუდი კაცი. საკითხი მარტივად დგას. ეს იმ ხალხისგან მოდის, როგორიცაა ვასიკო მაღლაფერიძე მსგავსი გარეწრები, რომლებიც პატრიოტობაში არასდროს არ იყვნენ შემჩნეული, რომლებიც ითხოვენ, რომ დავუწვეთ რუსეთს და „მშვიდობა ჯობია თავისუფლებას“, წაიკითხონ „ბედი ქართლისა“. მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკი უნდა შეიძლებოდეს. ვასიკო მაღლაფერიძე რამეს თუ ამიკრძალავს ეგ არაკაცი, მე მაგაზე მეცინება, ფილოლოგია და მშვენივრად იცის, რა თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, მაგრამ ჩემთან ბრძოლა ურჩევნია ბარათშვილთან ბრძოლას. ან შეიძლება არც ესმის, იმან რა თქვა, არც მაგას გამოვრიცხავ. ჩვეულებრივი მექრთამეა, ამ საქმეში შემჩნეული დიდი ხანია. მე ვარ პატიოსანი ადამიანი, ამიტომ მე ვარ მშვიდიად. ვასიკომ რომ შემაქოს, ეგ იქნება ტრაგედია, მასეთი ხალხისგან მე სხვას არაფერს ველოდები“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
თაგები:
ლევან ბერძენიშვილი

ლევან მურუსიძე – მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ

ლევან ბერძენიშვილი – მე მგონი, ბოლომდე ვერ გაერკვა, რომ ვაჭრობა, ბიზნესი და ქვეყნის მართვა სხვადასხვა რამ არის

ლევან ბერძენიშვილი – ეს არ დამთავრდება, ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველ დღე რაღაც უნდა მოხდეს