ლევან ბერძენიშვილი – რაც ახლა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არის განსაკუთრებული უსამართლობა


ავტორი
Front News საქართველო
რაც ახლა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არის განსაკუთრებული უსამართლობა, ის კაცი გამოვა, რაღაცა ეშველება, მაგრამ საქართველოს რა ეშველება, არ ვიცი, – ამის შესახებ ყოფილმა დისიდენტმა და მწერალმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი არსად წასულა და ის, რასაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართბით აკეთბს არის ქვეყნის სირცხვილი.
“რაც ახლა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არის განსაკუთრებული უსამართლობა. საქმე ის კი არ არის, ის იდეალური იყო თუ არა. მე მასთან ოპოზიციაში და მშვენივრად ვიცი ეს, ერთადაც ვყოფილვართ და ოპოზიციაშიც ვიყავი. ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო შეცდომაც და გადაცდომაც, მაგრამ როდესაც საქართველოს ყავს ეს ხელისუფლება, რაც ყავს და ამ მთავრობის დროს რეფორმატორი პრეზიდენტი ციხეში ზის, ეს არის საქართველოს სირცხვილი.
პარლამენტში მეც ვყოფილვარ, როდესაც შევედი, მისამართი რაც მქონდა და და კვადრატული მეტრები, ის დამრჩა. ამ ხალხმა მოახერხა, პარლამენტის უბრალო წევრები გამდიდრდნენ, სუყველა მილიონერი გახდა.
ის კაცი გამოვა, საქმეს რაღაცა ეშველება, მაგრამ საქართველოს რა ეშველება, არ ვიცი, იმიტომ , რომ არ რცხვენიათ. ისე იოლად ლაპარაკობს პარლმენტის წევრი სააკაშვილის კრიმინალზე, ვითომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი არ იყოს, ვითომ მისი დატოვებული საქმე ვერაფერი დაინახა. ევროკავშირიდან კითხვარი რომ მიიღო, ეს სულ ჩვენი დამსახურებააო, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ თქვა, მართლა? სააკაშვილი თუ არ გახსოვს, შევარდნაძე მაინც გაიხსენე, რომ დაუკაკუნა. შენი დამსახურება როგორ იქნება, დაბადებული არ იყავი, ამ ქვეყნისთის ვიღაცა ზრუნავდა… საბჭოთა კავშირი არსად წასულა, მამუკა მდინარაძე ასაკით არ უნდა იყოს საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ ასპრპოცენტიანი კომკავშირელია. რატომ იცით? თავისი საკუთარი აზრი, ალბათ, აქვს, მაგრამ არ გამოუთქვამს ჯერ. ყველაფერს რასაც ამბობს, იმეორებს, ოღონდ „სთ“-ებს აკლებს, იმიტომ რომ ეს უფრო გამართულად ლაპარაკობს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
თაგები:
ლევან ბერძენიშვილი