
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა ავღანეთზე უარესი აღმოჩნდება რუსეთისათვის, ეს დაანგრევს რუსეთს – ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რა იყო რეალურად რომ 2008 წლის მოვლენების მიზეზი.
“ამ მოვლენებმა დაადასტურა, რომ ჩვენ 2008 წელს არაფერი შეგვშლია. რუსეთი ასეთი ქვეყანაა, ასე იქცევა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მაშინ ბრიყვი ხელმძღვანელობის ბრალი იყო ყველაფერი, როგორც ჩვენმა პრემიერმა თქვა. ეს ხომ ირიბად იმას ნიშნავს, რომ ახლა უკრაინას აბრალებ იმას, რაც იქ ხდება.
უკრაინაში ღირსეული ვაჟკაცი ხალხია, ამიტომ მეეჭვება, რომ იქ რუსეთმა გამარჯვება შეძლოს, შეიძლება წარმატებას მიღწიოს, ერთი დღით, ორი დღით, მაგრამ უკრაინა ავღანეთზე უარესი აღმოჩნდება მათთვის, ავღანეთში ვერმოგებამ დაანგრია საბჭოთა კავშირი და ეს ბოლო წამოწყება დაანგრევს რუსეთს, რუსეთის ფედერაცია დაიშლება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს