
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ბუნებრივია, პარტიის ერთიანობასთან დაკავშირებით მისი ინიციატივა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“სააკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და პარტიის გაერთიანების თაობაზე. ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აქ გაჟღერდება პარტიის ერთიანობის თვალსაზრისით, ყველა მხარისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ერთიანობისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩეოდნენ.
ის ადამიანები, რომლებიც არ მოაწერენ ხელს მანიფესტს, ბუნებრივია, თავის თავს პარტიის მიღმა აყენებენ. ამიტომ ჩვენ ერთიანობაში ვგულისხმობთ ყველა ადამიანს, ვინც მანიფესტს შეუერთდება და საერთო სტრატეგიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს