
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] დოკუმენტს ეხმაურება.
მისი შეფასებით, “ეს ტერმინოლოგია უკვე კონკრეტული დიაგნოზია”.
“ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და გვარები და სანქციების სია. ამიტომ, ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ გვარებს, კონკრეტულ სანქციებს” – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ დასკვნაში, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებაზე დაყრდნობით არის მომზადებული, საქართველოში არსებულ კორუფციასა და მის მიზეზებზეა საუბარი, ერთ-ერთი რეკომენდაციის სახით კი ქვეყნისათვის საგარეო დახმარების შეჩერებაა დასახელებული.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს