
ავტორი
Front News საქართველო
ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებულებები.
“ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებულებები. მათი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდება, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი სამოქალაქო სექტორების განვითარებაში. პირიქით, ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს