
ავტორი
Front News საქართველო
ასეთმა განცხადებებმა, შესაძლოა, მთლიანად დასავლეთის პოლიტიკა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა აშშ-ს სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ საკითხს.
“პოლიტიკოსებს გვმართებს, უკვე სერიოზულად მივუდგეთ საკითხს, ვინაიდან ასეთმა განცხადებებმა შესაძლოა, მთლიანად დასავლეთის პოლიტიკა შეცვალოს საქართველოსთან მიმართებით, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. ამიტომ გვმართებს ჩვენ განსაკუთრებული მობილიზება, რომ პრორუსული „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ვუზრუნველყოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს