
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენგან ამ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება, ნდობა ვერ ექნება. მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ “ქოც – ელიტის” ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“ხალხს აწუხებს გაზრდილი სიღარიბე, დაბალი შემოსავლები, უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს საქართველოს დატოვებასა და ემიგრაციაზე. ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობის ეს შემადგენლობა, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად უსუსურია. კობახიძეს არ აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. ამიტომ ჩვენგან ამ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება, ნდობა ვერ ექნება.
თავად დღევანდელი საკომიტეტო განხილვაც არასერიოზულია, რადგან შეუძლებელია რამდენიმე მინისტრს ერთად გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე მოუსმინო. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და ოპოზიციური ფრაქციების ფორმატში დავსვამთ იმ კითხვებს, რაც აქტუალურია მოსახლეობისთვის. ეს მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ “ქოც – ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პარლამენტში დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენს.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს