
ავტორი
Front News საქართველო
ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს პარტიაში ცვლილებებს. არჩევნებში 50 000-მდე ადამიანის დარეგისტრირება ნიშნავს, რომ ელექტორატს ახალი ლეგიტიმაცია და ცვლილებები სურს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია სააკაშვილის პარტიად დარჩება და მოხდება პარტიის ამოძრავება.
“ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია დარჩება მიხეილ სააკაშვილის პარტიად და მოხდება ყველა ჯგუფის გაერთიანება, ჩართვა პარტიის მმართველობაში და პარტიის ამოძრავება. დამარცხებას არ ვიხილავთ. შედეგის მიუხედავად, ყველა კანდიდატსა და მათ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე მოვახდინოთ გაერთიანება პარტიის გამოწვევების თვალსაზრისით.
რაც შეეხება გიორგი მუმლაძის თაობაზე დავით სააკაშვილის განცხადებას, ეს პოზიცია იმის დასტურია, რომ ის მხარს უჭერს პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებებს, ახალ ლეგიტიმაციას. მისი განცხადება გასაგებია და პარტიის მხარდამჭერებისთვის საჭიროა განახლება, ცვლილებები“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს