Logo

ლევან ბეჟაშვილი - გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები, მათ დაიცვეს საქართველო, საქართველოს მომავალი

პოლიტიკა
278
Frontnews image description

“გიორგი ანწუხელიძე სხვა მრავალი ომის გმირთან ერთად არის სიმბოლო ქართული გმირობის, ქართული სულის დაუჩოქელობის, ამიტომ არის, რომ რუსული პროპაგანდა და რუსული ხელისუფლება “ოცნების” სახით ამ მთავარ ღირებულებაზე ცდილობს იერიშის მიტანას”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

"დღეს ვიმყოფებით 2008 წლის ომის წლისთავზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალზე. გიორგი ანწუხელიძე სხვა მრავალი ომის გმირთან ერთად არის სიმბოლო ქართული გმირობის, ქართული სულის დაუჩოქებლობის, ამიტომ არის, რომ რუსული პროპაგანდა და რუსული ხელისუფლება “ოცნების” სახით ამ მთავარ ღირებულებაზე ცდილობს იერიშის მიტანას და თურმე თეა წულუკიანის და სხვების განცხადებით არა ქვეყნის დაცვას შეეწირნენ, არამედ პიარის და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს. ეს არის ხაზის გადასმა იმ გმირებისთვის, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის.

ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის ომის მონაწილეები არიან გმირები, მათ დაიცვეს საქართველო, საქართველოს მომავალი და ჩვენ ამ დროშას დავიჭერთ ხელში და ვიზრუნებთ, რომ ეს ე.წ ხელისუფლება მოშორდეს და საქართველო მართლა დამოუკიდებლობის გზას დაადგეს”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

Advertisement