ლევან ბეჟაშვილი – ივანიშვილის პარტია ახალ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით ცდილობს, პრაქტიკულად ისევ მოატყუოს საზოგადოება


ავტორი
Front News საქართველო
რაც არ უნდა ცვლილებები განახორციელონ, საზოგადოების გადაწყვეტილება ცალსახაა, ამ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით “ქართული ოცნება” საზოგადოების მოტყუებას ცდილობს,
“ივანიშვილის პარტია ახალ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით ცდილობს, პრაქტიკულად ისევ მოატყუოს საზოგადოება. ისინი ფიქრობენ, რომ ფსევდომაჟორიტარების სისტემა შემოიღონ, რომელიც ინტეგრირებული იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაში და ასე შეძლონ ხმების მოპოვება და ხმებით მანიპულირება, თუმცა რაც არ უნდა ცვლილებები განახორციელონ, საზოგადოების გადაწყვეტილება ცალსახაა, ამ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40 %-იანი ბარიერი. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი

ლევან ბეჟაშვილი – ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის

ლევან ბეჟაშვილი – ივანიშვილის პარტიის ამოცანაა, რომ სრულად მიიტაცოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

ლევან ბეჟაშვილი – უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება საპროგრამო გამოსვლა, რომელიც ახალ გამოწვევებს დაუსახავს პარტიას