ლევან ბეჟაშვილი – ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, ხელახლა ხდება პროცესების დატრიალება იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ივანიშვილის პარტია სახლშია გასაშვები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხე არის თავად “ქართული ოცნება”.
“ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება და მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემიგრაციაში მიდის, მათი შემოსავლები დაბალია, სესხის პროცენტები მაღალი, პენსიებზე დარიცხული სესხები კაბალური და მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო. შესაბამისად, მათ სჭირდებათ ახალი თემები იმისათვის, რომ საზოგადოებაში კვლავ დაპირისპირება შეიტანონ, ის თემები წამოსწიონ, რომლებზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი, საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, ხელახლა ხდება პროცესების დატრიალება იმისათვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ივანიშვილის პარტია სახლშია გასაშვები. ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი

ლევან ხაბეიშვილი – როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში, წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები

ლევან ხაბეიშვილი – ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი

ლევან ხაბეიშვილი – შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება