
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო ამძაფრებს და ამძიმებს წნეხს, ეს ვითარება განგაშის საფუძველს გვაძლევს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის პარტიამ გააძლიერა წნეხი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
“ივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო ამძაფრებს და ამძიმებს წნეხს – არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეზღუდულია მათ შორის პარლამენტშიც, შეზღუდულია ჟურნალისტების საქმიანობა, ოპოზიციური არხის დამფუძნებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს, ამიტომ, ბუნებრივია, ეს ვითარება განგაშის საფუძველს გვაძლევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს შემდგომ ფორმირდება საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებით”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს