ლევან ბეჟაშვილი - "ქართულ ოცნებას" და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები


ავტორი
Front News საქართველო
"ქართულ ოცნებას" და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი "ქართული ოცნების" სახით საქართველოში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რასაც ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა;
"ქართულ ოცნებას" და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს