
ავტორი
Front News საქართველო
ამ სამსახურს თავისი კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჰქონდა. დღეს, ეს მიზანი და ამოცანა რუსეთისთვის მიუღებელია, შესაბამისად „ქართული ოცნება“ როგორც „რუსული ოცნების“ გაგრძელება, დღეს ამ სამსახურს აუქმებს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი.
"ამ სამსახურს თავისი კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჰქონდა. დღეს, ეს მიზანი და ამოცანა რუსეთისთვის მიუღებელია, შესაბამისად „ქართული ოცნება“ როგორც „რუსული ოცნების“ გაგრძელება, დღეს ამ სამსახურს აუქმებს და რუსული პოლიტიკის გატარებას აპირებს ამ სფეროში.
"ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც თუნდაც ფორმალურად, კორუფციასთან ბრძოლა დაევალება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კორუფცია არის ის საფუძველი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეყრდნობა. იმავდროულად, რაჟდენ კუპრაშვილი მოიაზრებოდა ღარიბაშვილის კადრად. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მის კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვიტოს და გააუქმოს ეს სამსახური", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს