
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლების მიზანი არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მორჩილებაში ჰყავდეთ და არანაირი ოპოზიციური განსხვავებული აზრი ამ კომისიაში არ ისმოდეს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად “ქართული ოცნების“ ამ ქმედებებისა, არჩევნებში ეს მოქალაქეებისთვის არ იქნება წინაღობა იმისათვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება.
“ხელისუფლების მიზანი არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მორჩილებაში ჰყავდეთ და არანაირი ოპოზიციური განსხვავებული აზრი ამ კომისიაში არ ისმოდეს. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება ხალხისთვის და ჩვენთვის წინააღმდეგობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. მათ შეიძლება ჰქონდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა ჩვენს მხარეს არის”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს