
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის საფუძველი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე ნივთიერებები არის აღმოჩენილი.
“ყველა წინაპირობა არსებობს სამედიცინო დასკვნების სახით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. ტოქსიკოლოგიური დასკვნა ამაზე საუბრობს რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა ნივთიერებები. ეს საფუძველია იმის, რომ საერთაშორისო რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საკითხზე, FBI და სხვა საგამოძიებო უწყებები უნდა ჩაერთონ, რადგან საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ფაქტს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს