
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეალური მფარველია ასეთი ბანდიტური ჯგუფების. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაშალონ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახონ 225-ე მუხლი, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით. ამაში ცხადად ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეალური მფარველია ასეთი ბანდიტური ჯგუფების, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საზოგადოებას.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაშალონ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახონ 225-ე მუხლი. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ამ მუხლის არის გუშინდელ ღამით თავდასხმის აქტში განხორციელებული”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს