ლევან ბეჟაშვილი – “ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს კაგებეშნიკური მეთოდებით ებრძვის


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძის განცხადება გიორგი გახარიას „კოკაინშიკობაზე“ დეზინფორმაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნიმუშია, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გახარიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს კაგებეშნიკური მეთოდებით ებრძვის.
“ქართული ოცნებისგან“ მიჩვეული ვართ, დეზინფორმაციის გავრცელების როგორი ხერხებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოების ინტერესებს. კადრები და ის ინფორმაცია, თუ როგორ უსმენს უშიშროების სამსახური სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, მასწავლებლებს, ნათელი მაგალითია, როგორი კაგებეშნიკური მეთოდებით მართავს „ქართული ოცნება“ ქვეყანას და როგორი კაგებეშნიკური მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს