
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნებისთვის” სახელმძღვანელო უნდა იყოს გუშინდელი დღე, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ ან უნდა შეასრულოს მოთხოვნები, ან წავიდეს ხელისუფლებიდან.
“ქართული ოცნებისთვის“ სახელმძღვანელო უნდა იყოს გუშინდელი დღე. პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ ან უნდა შეასრულოს ეს მოთხოვნები, ან უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, სხვა შემთხვევაში, საქართველოს ევროპული მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი რჩება.
საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკაში ყოველდღიურად სულ უფრო მკაცრად დგება ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც რუსი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების საკითხი.
წარმოუდგენელია ქვეყანა ევროკავშირში იყოს, ნებისმიერი სტატუსით და ამ ქვეყანას ჰქონდეს ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის პრობლემა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეასრულოს პარტნიორების მოთხოვნები, ან მასაც მოუწევს იმ ხვედრის გაზიარება, რაც სანქციების დაწესებას უკავშირდება“ , – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს