
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი ინიცირებული არ იქნება, თუმცა ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით ყველა ადამიანი თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროა, რომ ამ განცხადებების გამკეთებელი სუბიექტი ვერ ეგუება პარტიაში არჩევნების წაგებას. პრაქტიკულად, არჩევნების წაგების დღიდან “ნაციონალური მოძრაობის“, მისივე პარტიის საბოტირებით არის დაკავებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ სერიოზული პასუხის გაცემა და ამ განცხადებებსა და ჭორებზე რეაქცია მიუღებელია. პარტიის ამოცანაა, ებრძოლოს რუსულ ოცნებას და რუსულ ოლიგარქიულ წესრიგს. ვისთვისაც ესაა მთავარი ამოცანა, პარტიისგან მას თანამშრომლობის სურვილი აქვს.
ჩვენი მხრიდან ნიკა მელიას პარტიისგან გარიცხვის საკითხი ინიცირებული არ იქნება, თუმცა ყველა ადამიანი ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას და ახდენს პოლიტიკური ოჯახიდან ამორიცხვას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს