
ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ “გმირობას” და მისი კანდიდატურა შეიძლება, განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მიერ გენპროკურორის თანამდებობაზე გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.
“როგორც ჩანს, ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ “გმირობას” და მისი კანდიდატურა შეიძლება, განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ ამ თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, იმიტომ რომ პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი მოიაზრება.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს