ლევან ბეჟაშვილი – საერთაშორისო საზოგადოება დღეს ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო საზოგადოება დღეს ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“დღეს მძიმე დღე არის იმდენად, რამდენადაც ჩვენმა გმირებმა პირადი თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივა და მომავალი. ამავდროულად დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო. უკრაინის ამბებმა, ომმა დაადასტურა, რომ საქართველო 2008 წლის ომში იცავდა თავს, რუსეთი კი აგრესორია. დღეს ეს ყველაფერი ცნობილი არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რადგან მათ მოუპოვეს საქართველოს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნეს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.


ლევან ნიკოლეიშვილი – საქმით იბრძვის “ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას აგრესიისა და ტერიტორიების 20% ოკუპაციის გამო, რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა

იოსებ არჩვაძე – 2008 წელს უკრაინის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო, მასზე მოდიოდა უკრაინის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 23%, ხოლო რუსეთის ფედერაციაში იმ წლის უკრაინის ექსპორტი საქართველოს 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26-ჯერ აღემატებოდა

ლევან მესხორაძე – საერთაშორისო საზოგადოება კონსოლიდირებულია უკრაინის თემის მიმართ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც იქ ვიყოთ