ლევან ბეჟაშვილი - საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის რეჟიმში შედეგს ვერ მოიტანს, დასავლეთი არ თანამშრომლობს ავტოკრატიულ ხელისუფლებასთან

ავტორი
Front News საქართველო
“საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის რეჟიმში შედეგს ვერ მოიტანს, იქნება ეს შევარდნაძის დროინდელი მინისტრების დანიშვნა თუ ადგილობრივი “ოცნების” ლიდერების, დასავლეთი არ თანამშრომლობს ავტოკრატიულ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ახალი ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით.
“ქართულ ოცნებას” სრული ფიასკო აქვს საგარეო ურთიერთობების მხრივ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არცერთი სახელმწიფო არ ურთიერთობს ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმთან, ამიტომ ბუნებრივია ისინი ცდილობენ საკადრო გადაადგილებებით რაღაც მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგან, მაგრამ ცხადია, რომ არცერთი ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორი არ აპირებს რეჟიმთან თანამშრომლობას, მათ არავინ არ ესაუბრება, ამიტომაც ნებისმიერი საკადრო გადაადგილება, იქნება ეს შევარდნაძის დროინდელი მინისტრების დანიშვნა თუ ადგილობრივი “ოცნების” ლიდერების განმწესება საზღვარგარეთ შედეგს არ მოიტანს. მთავარი, რაც უნდა შეასრულოს “ოცნებამ” არის ის, რაც ევროსაბჭომ და ევროკავშირმა განსაზღვრა, მათ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, აღიარონ ქართველი ხალხის ნაბიჯები, აღიარონ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი, ხელისუფლების წყარო არია ქართველი ხალხი, დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უზრუნველყონ ამ ქვეყანაში კანონიერება და სამართლიანობა”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


