
ავტორი
Front News საქართველო
თქვენი სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, შსს-ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა. თუ არის შესწავლილი რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რატომ მიდის ეს ხალხი, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაზრდილ ფასებსა და მომსახურების სააგენტოს სერვისებზეც ისაუბრა.
“ქვეყანაში ფასების ზრდის სერიოზული პრობლემაა. ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხშირია საუბრები პროდუქტების, საწვავის ფასების ზრდაზე და ა.შ. მაგრამ მე მაინტერესებს რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე? მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარი ღირდა და 100 ლარი გახდა. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის აღება 35 ლარი ღირდა და 80 ლარი გახდა. ავტომობილის დაკარგული და დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღება 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ხდება. რა მდგენელმა განაპირობა, რომ სერვისის ღირებულება ამ მხრივ გაიზარდა და ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ჩვენს მოსახლეობას უწევს ცხოვრება.
თქვენივე სტატისტიკით 2020-2023 წლის განმავლობაში, შსს-ს რიგები 7 322 თანამშრომელმა დატოვა. თუ არის შესწავლილი რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რატომ მიდის ეს ხალხი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს