ლევან ბეჟაშვილი – თუ ეს ერთიანობა ვერ და არ გამოვა, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება საერთო სტრატეგია და საერთო მიდგომები


ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთობის მომხრეა და ამისათვის მაქსიმალურს გაიღებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეს ერთიანობა ვერ შედგება, აუცილებლად ექნებათ სხვა საერთო სტრატეგია და საერთო მიდგომები.
“ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთობის მომხრეა და ამისათვის მაქსიმალურს გაიღებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”.
დღეს ეს არჩევნები პარტიული ვერ იქნება, ამ არჩევნებში უნდა წარმოჩნდეს, ერთი მხრივ, ხალხი და მეორე მხრივ – რუსული ოცნება, ამიტომ, ხალხს უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, რომ გამოხატოს სწორი პოზიციებისადმი მხარდაჭერა. ამიტომ, ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ვალდებულება, რომ ერთიანობისკენ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა, თუ ეს ერთიანობა ვერ და არ გამოვა, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება საერთო სტრატეგია და საერთო მიდგომები.
“ნაციონალური მოძრაობა” გამოვა ერთიანობის პლატფორმით და ჩვენ შევძლებთ ჩავრთოთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ახალგაზრდები იმ ჩვენს ერთობაში და ერთიანი პლატფორმით მაინც მოვახერხოთ გასვლა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი

ბორის ჩელე ყურუა – არ მინდა, იმის ილუზია შევქმნა, რომ ერთიანობა გამოვა, ერთიანობა ვერ გამოვა, ვიცი, მინახავს ეს პროცესები

ლევან ბეჟაშვილი – როდესაც რუსულ ნარატივს აგზავნის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

პაატა ზაქარეიშვილი – თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება, ეს უფრო საშიში სიტუაციაა