
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სამწუხარო იყო და ალბათ, უხერხული მოსასმენი პრეზიდენტის განცხადებები. განსაკუთრებით დღევანდელი დღის შესაფერისი არ იყო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
“ეროვნულ დღესასწაულს ერთიანები უნდა შევხვდეთ და მესიჯები, რომლებიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ საზოგადოების დაყოფას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვწუხვარ და არ მსურს, მაგრამ ამაზე სხვანაირი კომენტარის გაკეთება რთულია.
ამ დროს ჩვენ, თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად. ზუსტად ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი. სხვა შემთხვევაში, ერთიანობის გარეშე ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის აღიარებას ვერ მოვიპოვებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თაგები:
ლევან დავითაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს