
ავტორი
Front News საქართველო
სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია”.
“საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის ცალსახად დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციასა და იმიჯს, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული, ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი, ვთანხმდებით ამაზე? მგონი, ვთანხმდებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს